Friday, June 18, 2010

თუთა და მისი ნაწარმი




1.      პროექტის სახელი:  „თუთა და მისი ნაწარმი“

2.      პროექტის მოკლე აღწერა:   მოსწავლეები გაეცნობიან თუთის ნაწარმის დამზადების წესებს.

3.      პროექტის სრული აღწერა:  მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს თავისი პასუხისმგებელი პირი ეყოლება. ერთი ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციებს ზოგადად თუთის შესახებ  (თუ სად შეიძლება დაირგოს თუთა, როგორი ხდება მისი მოვლა, როდის იძლევა ნაყოფს...). მეორა ჯგუფი იმუშავებს კონკრეტულად თუთის ნაწარმის (ტყლაპი, ბაქმაზი, არაყი, ღვინო, წვენი, პავიდლო...) დამზადების წესების შესახებ.  მესამე ჯგუფი მოიპოვებს მასალებს თუთისა და მისი ნაწარმის სამკურნალო თვისებების შესახებ. მეოთხე ჯგუფი იმუშავებს თუთის ნაწარმის რეალიზაციაზე.

 მოსწავლეები გაეცნობიან წერილობით მასალებს, ასაკოვანი ადამიანებისაგან ჩაიწერენ მასალებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.მოიძევენ და თავადაც შექმნიან ფოტო და ვიდეო მასალებს და განათავსებენ ვებ– გალერეაში. თუთისაგან თვითონ  დაამზადებენ შესაბამის პროდუქტებს, მოახდენენ მომზადებული ნაწარმის გაყიდვას და მისგან შემოსული თანხით დაეხმარებიან ასპინძის ბავშვთა სახლს.

4.      მოსწავლეთა ასაკი/კლასები:    9–12 /IV-VI.

5.      ვადები/ ხანგრძლივობა:   3–4 თვე.

6.      პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:  ინფორმაციის მოძიება ინტერნეტიდან, ბლოგის შექმნა, ფოტო გამოფენა, შთაბეჭდილებების გაზიარება,ინფორმაციის გაცვლა, თავმოყრა და განთავსება საიტზე.

7.      მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  ისწავლიან თუ როგორ მზადდება თუთის ნაწარმი. თავად შექმნიან პროდუქტებს. ისწავლიან მასალის კომპიუტერულად დამუშავებას.

8.      სარგებელი სხვისთვის:  მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის დახმარების გაწევა.   სხვა მოსწავლეების დაინტერესება.

9.      სამუშაო ენა:  ქართული ენა

10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

11.  საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: განუვითარდებათ ეროვნული  სასწავლო გეგმით განსაზღვრული თანამშრომლობთი უნარ–ჩვევები, ინფორმაციის მოპოვება–გადამუშავების ჩვევები. განუვითარდებათ უნარები ქართულ ენაში, შრომით სწავლებაში, მათემატიკასა და ბუნებაში.

12.  პროექტის ფასილიტატორი:   რუსუდან ზაზაძე.

13.  ფასილიტატორის ელ–ფოსტა:   rusudanzaza@gmail.com